22:56 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-11 13:38:04, 396 ნახვა

სამართალი
სამხედრო ექსპერტის, უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს

დაკავებული ბლოგერის და სამხედრო ექსპერტის უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადვოკატი შოთა თუთბერიძე ავრცელებს.

მარიამ იაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება მას გამოძიება. ადვოკატები მასთან უჩა აბაშიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ მივლენ.

მარიამ იაშვილის დაკავებას არ დაესწრნენ ადვოკატები. ისინი უჩა აბაშიძესთან იმყოფებიან, რომელსაც რამდენიმე წუთში ბრალი უნდა წარუდგინონ.

 ბლოგერი  უჩა აბაშიძე 10 მაისს დააკავეს. მის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა.  უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics