19:09 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 23:47:54, 518 ნახვა

სამართალი
ტიტუშკები თავს დაესხნენ ჩელე ყურიას და ნოდარ ჩაჩანიძეს

ბორის "ჩელე" ყურუას თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გირჩის წარმომადგენლები ავრცელებენ. 

"მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაც ეჭირა და მომერივნენ. ძაან ცუდად იმალებოდა, მე მიცდი შე ბოზოთქო - დავუყვირე და დამალულებიც გამოხტნენ", - წერს ყურუა სოციალურ ქსელში. 

ამასთან თავს დაესხნენ, პარტია ახალის წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ. 

"ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი მანქანაში იჯდა. ერთი ადამიანი წამოვიდა ერთი მხრიდან, ორი მეორე მხრიდან. როგორც ჰქონდათ მოლაპარაკებული, ისე დამხვდნენ. სამწუხაროდ ეგეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ველოდებით ამათ. ვიცი, რომ ჩელეც, ერთად წამოვედით და მასაც დახვდნენ. მეც დამხვდნენ სახლთან. თუმცა სახეზე ხელების აფარებამ გადამარჩინა, ესე მგონია, უკეთ ვიქნები წავიქეცი და რამდენიმე წამში, ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. უბრალოდ ვყვიროდი, რომ გაეგონათ ხმა სხვებს და ვიღაცას ხმა ამოეღო იმიტომ რომ სინათლე იყო და ხალხი იდგა, ვერც შეძლეს დიდხანს ამ ჩხუბის გაგრძელება. მე მგონი, სხვებთან შედარებით, მათთან ბრძოლაში მე გადავრჩი", - ამბობს ჩაჩანიძე.

ორი დღეა ტიტუშკები თავს ესხმიან ოპოზიციის წარმომადგენლებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
უნგრეთი აშშ-ს თხოვს არ დასაჯოს „ჯოჯოხეთური სანქციებით“ ლინდსი გრეჰემის აქტის შესაბამისად
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics