|
2024-05-08 14:47:17, 612 ნახვა
პოლიტიკა
NGO-ები - OGP მოუწოდებს მთავრობას, გაიწვიოს კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს
"ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. როგორც ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, OGP-ის შეფასებით, პარლამენტში ინიცირებული კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. "ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ღიად დაადასტურა OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობა არა მხოლოდ "რუსული კანონის“ მხარდაჭერით, არამედ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ღია თავდასხმითა და მათი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევითა თუ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით. მთავრობის მიერ OGP-ის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების უხეშად დარღვევის გამო, ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე, OGP-ის საერთაშორისო სამდივნომ "რეაგირების მექანიზმი“ (OGP Response Policy) აამოქმედა. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს OGP საერთაშორისო სამდივნოს, პარტნიორი დონორი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გაზრდილ ჩართულობას შექმნილი კრიზისის მოგვარებაში. OGP-იმ შეისწავლა სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა და დაადგინა, რომ მთავრობის ქმედებები შეუსაბამოა OGP-ის ღირებულებებსა და პრინციპებთან. მთავრობას 30-დღიანი ვადა აქვს, წარადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გადაჭრის "რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებს, რომელთა შორისაა პარლამენტში ინიცირებული "რუსული კანონი.“ ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, გაიწვიოს "რუსული კანონი“, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და ასევე OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC), "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI), "მწვანე ალტერნატივა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI), "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" (CSI), "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (GYLA), "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SJC), "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის".
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)