|
2024-05-04 15:52:53, 557 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - უკვე ოთხი დღე გავიდა, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი,მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს საქმის გამოძიება
უკვე ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან და დღემდე არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაუწყოს საქმის გამოძიება. ყველა ადამიანი იყოს სააშკარაოზე გამოყვანილი, ყველა კადრი იყოს ამოღებული, რათა საზოგადოებამ თავად ნახოს ვინ არიან დამნაშავეები, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა. ცისკარიშვილის განცხადებით, უნდა დაიწყოს "ეფექტური გამოძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით არის სახელმწიფოს არსებითი ვალდებულება, რომ ასეთი დანაშაულები იყოს გამოძიებული და საზოგადოებამ უნდა იცოდეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. „უკვე ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის ჯალათების მიერ ის იყო გატაცებული რამდენიმე წუთის გამავლობაში მას სასტიკად სცემდნენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ვიდეოსაც უღებდნენ, სთხოვდნენ საკუთარი თავის შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებას, საბოლოოდ ვიხილეთ მისი ვიზუალი და ოთხი დღის თავზე არავინ არის პასუხისგებაში მიცემული. არავინ არ არის თანამდებობიდან გათავისუფლებული და არავის არ დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. 29 აპრილს, საბიუჯეტო თანამშრომლების მიერ ხელოვნურად ორგანიზებულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილი წარადგინეს შემდეგნაირად - რით ვერ გაიცნო ეს კაცი დასავლეთმა ამდენი ხანი. შემდეგი 24 საათის განმავლობაში, თავისი სიტყვიდან გამომდინარე, როდესაც მან ეფექტურად დააანონსა საქართველოს ბელორუსიზაცია და შემდეგი 24 საათის განმავლობაში, როდესაც ვიხილეთ ლევანის დასახიჩრებული ვიზუალი, ძალიან კარგად გაიცნო მსოფლიომ ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მისი სახე, აქედან გამომდინარე, ჩვენ დაუყოვნებლივ ვითხოვთ, რომ ეფექტური გამოძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით არის სახელმწიფოს არსებითი ვალდებულება, რომ ასეთი დანაშაულები იყოს გამოძიებული და არავის არ ჰქონდეს პოლიტიკური იმუნიტეტი, რომ ის თავისუფლად ივლის ასეთი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ამოღებულ იქნას ყველა კადრი, საზოგადოებამ ნახოს ვინ არიან ეს დამნაშავეები. ბატონო მემანიშვილი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და თავისი სამხრეების გარდა, ტელეფონითაც იღებდა ამ ცემის ფაქტს და დარწმუნებული ვარ, რომ ის დაკითხულიც არ არის. ასე რომ, სასწრაფოდ ყველა ეს ადამიანი იყოს გამომზეურებული და დაკითხული და საზოგადოებამ უნდა იცოდეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)