|
2024-05-02 09:25:44, 476 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას
აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიიღეს და იმ ცრუ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად იყენებენ, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში. როგორც მილერი აღნიშნავს, "ამ კანონმდებლობამ და "ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა". "მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ ამ კანონის მიზანია, კრიტიკული ხმის გაჩუმება და საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ემსახურება მთავრობის კრიტიკულ შემოწმებას. ეს კანონი და "ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საშიშ მიმართულებაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ფასეულობებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირისა და ნატო-ში წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. განცხადებები არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას საქართველოში, რომელსაც ჩვენ ვაძლევდით 32 წლის განმავლობაში, რათა გაეძლიერებინათ ეკონომიკა, დემოკრატია და რუსეთის აგრესიისგან დაცვის უნარი. ეს ფუნდამენტურად ხაზს უსვამს იმ ძლიერ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ჩამოვაყილებთ მთავრობასთან და ქართველ ხალხთან”,- აღნიშნულია მილერის განცხადებაში. გარდა ამისა, მან თანადგომა გამოუცხადა ქართველ ხალხს და ძალის გამოყენება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ დაგმო. "ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხის და მათი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა გაიგონ. ჩვენ ვგმობთ ძალის გამოყენებას მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებენ აქციას. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაუშვას არაძალადობრივი აქციის გაგრძელება, რომ აქციის მონაწილეებმა გააგრძელონ თავისი გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“, - წერია განცხადებაში.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)