17:25 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 12:18:14, 247 ნახვა

კალაძე - კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების მიზნით, კიდევ ერთი პროექტი ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩა N9 ბ-ში განხორციელდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უკვე დაწყებულია პროექტირება და სამსართულიან ავარიულ შენობას ახალი, ექვსსართულიანი კორპუსი ჩაანაცვლებს

„ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევში კიდევ ერთ მისამართზე დაიწყო პროექტირება - კერძოდ, მუხრანის ქუჩის N9 ბ-ში. სამსართულიან ავარიულ შენობაში 30 ოჯახი ცხოვრობს. მოლაპარაკებები უკვე დავასრულეთ. ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებული ვართ და დროებით, მუნიციპალიტეტი მათ ქირით გაიყვანს. ამაში ხალხს არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევს. მოხდება აღნიშნული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, ახალი ექვსსართულიანი კორპუსი აშენდება, მოსახლეობა კი გარემონტებულ და მოწესრიგებულ ბინებში დაბრუნდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის შედგენა და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შემდგომაც გამოცხადდება ტენდერები სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად.

 

           




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კარპენტერი - კანონის მიღების შემთხვევაში, სათანადო შედეგები აუცილებლად დადგება
ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა
კალაძე - თუკი, დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, „გამჭვირვალობის კანონის“ აუცილებლობაც აღარ იქნება
როსვალი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული ვითარებით, დემონსტრაციებით და კანონით, რომელსაც იღებენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics