|
2024-04-29 20:22:58, 434 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ივანიშვილია
დღეს უსამშობლო რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული. ამ თავდასხმას ერთადერთი მიზეზი აქვს - საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ქართული ოცნების" ორგანიზებით მიმდინარე "საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე" განაცხადა. როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, ივანიშვილმა აგენტოკრატია ეროვნული ხელისუფლებით შეცვალა. "ასეთივე ეროვნული ამოცანით შემოვიდა ის 2011 წელს პოლიტიკაში, როდესაც საკუთარი სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დააყენა და ხშირად უთქვამს, როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, მეუღლეს ვემშვიდობებოდი იმიტომ, რომ არ ვიცოდი, ცოცხალი დავბრუნდებოდი თუ არაო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ის დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და აგენტოკრატია ეროვნული ხელისუფლებით შეცვალა. სწორედ ამიტომ ესხმიან მას თავს ასეთი გააფთრებით, დაუწესეს ფაქტობრივი სანქცია, რამდენჯერმე დაემუქრნენ ფორმალური სანქციებით, თუმცა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ვერცერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს. მინდა იყოთ დარწმუნებულები, რომ ასე იქნება მომავალშიც. საქართველო უპირველეს ყოვლისა. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ საქართველოს! ქართველების საქართველოს გაუმარჯოს! ჩემო მეგობრებო, ალბათ, გახსოვთ, ამის საპირწონედ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იგივე ადამიანებს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიმართ, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ უამრავი უმძიმესი დანაშაული ჩაადენინეს. სააკაშვილი მოწონდათ, რადგან ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ჰყავდათ მომართული და რასაც ეტყოდნენ, ყველაფერს აკეთებინებდნენ. ბიძინა ივანიშვილი კი სწორედ იმიტომ არ მოსწონთ, რომ დღეს ის არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მთავარი გარანტი საქართველოში და ყოველთვის ამ პრინციპებით, ამ მიდგომებით ვიქნებით ქვეყნის სიყვარულში. მამული, ენა, სარწმუნოება - ეს ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. ჩვენ ვართ საქართველო. ქართველი ხალხი ცოდნით, გონიერებით და რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარულით განაგრძობს ამ ქვეყნის შენებას. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და ეროვნულ ფასეულობებზე მყარად მდგომი სახელმწიფო. საქართველო უპირველეს ყოვლისა!" - განაცხადა კალაძემ.
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)