|
2024-04-29 15:48:26, 440 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - როგორც კი კითხვას დავსვამთ, მაშინვე გვაძევებენ - ბოდიში, მაგრამ მათ მოსაწონ კითხვებს ვერ დავსვამთ
როგორც კი კითხვას დავსვამთ რომელიმე პარლამენტარი, მაშინვე გვაძევებენ, ბოდიში, მაგრამ მდინარაძეს და ოხანაშვილს რომ მოეწონებათ, ისეთ კითხვებს ვერ დავსვამთ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას“ და "სტრატეგია აღმაშენებელს“ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე 122 შეკითხვა ჰქონდა. "სამწუხაროდ, ამ კანონის მიღება არის კონკრეტული დავალება. ვწუხვარ ამ ადამიანების გამო. კოლექტიური დავალება აქვთ და ასრულებენ, ოღონდ უნდა გესმოდეთ, რომ ეს დავალება არის უარი ევროკავშირზე, ამ კანონს სხვა არანაირი ფუნქცია არ აქვს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ერთადერთი ფუნქცია აქვს, რომ უარი თქვან ევროკავშირზე, პრობლემები შეექმნას სიტყვის თავისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქვეყანაში დააბნელონ, ფეხებზე დაიკიდონ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და თან ლაპარაკობენ იმ დასავლეთზე, რომელიც მილიარდობით ლარით ეხმარება საქართველოს. ევროკავშირზე უარის თქმა ნიშნავს ათობით მილიარდი დოლარის დაკარგვას. ევროკავშირის წევრობა ითვალისწინებს 10-დან 50 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას და სხვადასხვა პროექტს საქართველოში და ეს იცით რას ნიშნავს? თქვენი ოჯახის წევრები ქვეყნიდან კი არ გაიქცევიან, არამედ აქ იქნება მაღალანაზღაურებადი სამუშო ადგილები, აქ იქნება ისეთი ეკონომიკა, სადაც ადამიანები კი არ გაიქცევიან, არამედ თავის შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად იცხოვრებენ და ამ ყველაფერზე ამბობს ივანიშვილი უარს და კანონს იღებს ასე ხელის გადაგრეხით, რომელიც არ სჭირდება არავის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, ამ დროისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან 10-ზე მეტი დეპუტატი გააძევეს, მათ შორის არის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)