|
2024-04-29 12:55:29, 580 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ჩარკვიანი, თურაზაშვილი და წითლიძეც გააძევეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი და ანა წითლიძე გააძევა. მანამდე ოხანაშვილმა სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ კორძაიასა და სალომე სამადაშვილსაც დაატოვებინა. სხდომა 09:00 საათზე დაიწყო და განხილვა ხმაურის ფონზე იმართება. აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვდა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს. 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. 17 აპრილს, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)