|
2024-04-25 17:41:22, 499 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, უმძიმესი ნაბიჯები გადადგან,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!" "უკიდურესად მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისთვის. განცხადებების შემდეგ უკვე ოფიციალურად, 480 - დან 425 ევროპარლამენტარის გადაწყვეტილებით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს. უკიდურესად მძიმე და სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის. ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, უმძიმესი ნაბიჯები გადადგან. ეს ნიშნავს ეკონომიკურ ბლოკადას, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების შეცვლას - ევროპული კურსიდან გადახვევას, უკიდურეს გაჭირვებას და უმძიმეს რეალობას საქართველოსთვის. რეზოლუციაში მოთხოვნილია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უზრუნველყოფა მინიმალურად ობიექტური საარჩევნო გარემოსი, სადაც ხალხი გადაწყვეტს მისი ქვეყნის ბედს და არა ივანიშვილი. ჩემო ძვირფასებო, დამთავრდა დრო სახლში ჯდომის, პულტებით ტელევიზორთან სხდომა და აბსოლუტურად ყველა საქმე კარგავს აზრს. საქართველოს აუქმებს ივანიშვილი! დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და აბსოლუტირად ყველა ჩავერთოთ რუსული კანონის, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია, ძალა ევროპაშია!“- წერს ლევან ხაბეიშვილი. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია დღეს, 25 აპრილს მიიღო.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)