10:07 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 12:57:02, 377 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ვის უტარებთ აქციას, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? - დამთავრებულია თქვენი საქმე!

მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს - ვის უტარებთ აქციას? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? გეშინიათ, სუსტები ხართ, დამთავრებულია თქვენი საქმე! - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე "ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებას ეხმაურება და ამბობს, რომ  მმართველ პარტიას ხალხი დედაქალაქში იძულებით ჩამოჰყავს.

"29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს. რას აპროტესტებთ?! რისთვის კრებთ ხალხს, იძულებით რომ ჩამოგყავთ ეს ადამიანები თბილისში. პირდაპირ ვამბობ, ეს თქვენი სისუსტის მაჩვენებელია. რას ითხოვთ ევროკავშირში არ შევიდეთ?! თუ აპროტესტებთ და კონტრაქციას უკეთებთ იმ გულწრფელ ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება?! ან თუ გგონიათ ახლა ვინმე დაიჯერებს, რომ თვითდინებით ეს ადამიანები მოდიან. ყველამ კარგად იცის, რომ იძულებით გინდათ საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოთ. ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი და მეტი არაფერი. 

უფრო მეტიც, როდესაც ამას აკეთებ საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, რომელიც სავარაუდოდ, ორშაბათს იქნება, 29-ში - ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიხარ, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, თქვენი აღარავის აღარ ეშინია, დამთავრებულები ხართ. თქვენ ხართ საერთოდ რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობთ მხოლოდ თქვენს თავზე. 

ახლა მინდა საჯარო მოხელეებს მივმართო - მაგრად იყავით, ჩემო კარგებო, ძალიან ცოტა დარჩა ივანიშვილის პარტიას. თუ ვინმე გაშინებთ, თუ ვინმე გაშანტაჟებთ დაგვიკავშირდით, ჩვენ დავდგებით თქვენს გვერდით. თუ ვინმე მოგთხოვთ განცხადების დაწერას, სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით, არცერთ შემთხვევაში არ მოაწეროთ ამ განცხადებას ხელი და ჩვენ თქვენს უფლებებს დავიცავთ და ვინც საჯაროდ გამოხვალთ და ღიად იტყვით, როგორ გაშანტაჟებენ, მერწმუნეთ, ქვეყანა, ერი, ქართველი ხალხი, ყველა დაგიფასებთ ამ გმირულ ქმედებას. 

მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მძიმეა თქვენი დღევანდელი მდგომარეობა იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაცია მოგვდის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ევროკავშირი იმიტომ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ევროკავშირის წევრ საქართველოში, ეს იძულებები და უბედურებები, რაც დღეს ხდება, დასრულდეს",- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 აპრილს "ქართულმა ოცნება" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics