04:55 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 13:44:25, 335 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს სხვადასხვა სფეროში, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

 ფაიგ გულიევმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაში გაწეული ძალისხმევისთვის.

თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის“, - აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics