|
2024-04-20 22:02:00, 454 ნახვა
პოლიტიკა
ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება - სტუდენტი კობახიძეს
სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ წევრმა ნიკო მანაგაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ რუსული კანონის გამო პროტესტი გამოხატა. ლექციის შემდეგ ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის შენობას დაცვასთან ერთად ტოვებდა, როდესაც მანაგაძეს რამდენიმე პირი თავს დაესხა. გარდა ამისა, დღეს ირაკლი კობახიძის სტუდენტი, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშა ჰქონდა შემოხვეული, ლექციაზე არ შეუშვეს. „ეს არის ხალხი, რომელიც მუდმივარ მობილიზებული ჰყავს კობახიძეს ლექციის პარალელურად, ისინი თავს ასაღებენ თსუ-ის სტუდენტებად, თუმცა როდესაც კობახიძის მიმართ პროტესტს გამოთქვამენ სტუდენტები, ფიზიკურად უსწორდებიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა“, – ამბობს მანაგაძე. მისი თქმით, მასზე ფიზიკურ თავდასხმაზე კობახიძეს „ნულოვანი“ რეაქცია ჰქონდა. სტუდენტმა პრემიერ-მინისტრზე Facebook-ზეც მიმართა: „გამარჯობა, ბატონო რუსეთის მონავ! თუ ვინმეს ანეიტრალებ ამ მეთოდებით, მისამართი შეგეშალა. მთელი ცხოვრება დაცვით და ზედ დამატებული 10-15 კაციანი ტიტუშკებით ვერ ივლი, აი მერე ვნახოთ სახის ალეწვა. ზამბარას რაც უფრო გაწელავ, მით უფრო მწარედ მოგხვდება უკან. დადგება ეგ დღე. ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მარა შენი სახიდან რუსეთის მონის და ჩმორის კვალი ვერ ჩამოირეცხება. ისტორია იმახსოვრებს მოღალატეებს. პ.ს. მადლობა ყველას მოკითხვისთვის. ბევრი ზარი და მესიჯი შემოდის და აუცილებლად გაგცემთ პასუხს ყველას. მადლობა მხარდაჭერისთვის! ეს რეჟიმი, თავისი უთავმოყვარეო, ჩმორი და არაკაცური ქუჩის ფორმირებებით დასრულდება. დასრულდება ისე, როგორც არჩიეს – მძიმედ. ჩემი მხარდაჭერა დღეს მხოლოდ ერთ რამეზე გადის – გადით ჩემ მაგივრად ქუჩაში!“, – წერს მანაგაძე. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „უნივერსიტეტში არ არის „TV პირველის“ და მთავარის ადგილი“.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)