|
2024-04-20 12:31:46, 447 ნახვა
პოლიტიკა
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა
კანონი არის „ლაგამის ამოდება“, სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა. - ამის შესახებ, ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თამჯდომარე რიჰარდს კოლსიმ განაცხადა. მისი თქმით, კანონის მიღება გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საქართველოს მთელ გზას ევროკავშირის წევრობისკენ. "ეს კონკრეტული კანონმდებლობა, როგორც ევროკავშირშიც და წევრ სახელმწიფოებშიც ექსპერტები ამბობენ, არის მეტ-ნაკლებად კოპირებული ვერსია მისი რუსული ექვივალენტისგან, რომელიც „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ რუსეთმა წლების წინ მიიღო და რომლის მიზანიც არის მოწინააღმდეგეთათვის „ლაგამის ამოდება“, სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა. ეს ამ მხრივ ნამდვილად არის დემოკრატიისთვის წელსქვემოთ მიყენებული დარტყმა ცხადია, ჩვენი პრეროგატივა არაა ვუკარნახოთ [რომელიმე] სუვერენულ ქვეყანას, როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ მათ უნდა მოუსმინონ იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ახლა მოდის ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან… ეს უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საქართველოს მთელ გზას ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ქართველების 80% მხარს უჭერს ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ. ეს სწრაფვა მის კონსტიტუციაშიცაა ჩაბეჭდილი. ამიტომ, ეს არის გარკვეულწილად ქართველი ხალხის ღალატი. ახლა, ერთი პარტია პოტენციურად ძირს უთხრის მთელი ქვეყნის ბედს, ხალხის ნებას".- ამბობს ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი. რიჰარდს კოლსი ერთ-ერთი ინიციატორია იმ წერილისა, რომლითაც 14 ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)