|
2024-04-16 11:27:15, 503 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა მილერს - are you kidding my friend? - მოსამართლეები დაასანქცირეთ - ველოდებით [პასუხს], რა არგუმენტებით
მეთიუ, are you kidding my friend? [ხუმრობ, ჩემო მეგობარო?] საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირეთ. დღემდე ველოდებით [პასუხს], კონკრეტულად რის საფუძველზე, რა არგუმენტებით,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. როგორც ზარქუა ამბობს, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის, ნატოს თერთმეტ სახელმწიფოს, ხოლო სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა 50 პროცენტზე მეტია. "შეგახსენებთ დასანქცირებულის კიდევ ერთ „ქეისს“- მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეთ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიიღო ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოპარა "რუსთავი-2"-ს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებ იმიტომ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტურიო. ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს, ვინც აბულინგებდით ამ მოსამართლეებს და მათ ოჯახის წევრებს... რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ, მათ შორის, თქვენი კვლევებით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის, ნატოს თერთმეტ სახელმწიფოს. საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის 50 პროცენტზე მეტი, მათ შორის, თქვენ მიერ კვლევებით გაკეთებული. შეგახსენებთ, თქვენს ქვეყანაში, ამერიკაში, თქვენი მოსახლეობა მხოლოდ 25 პროცენტი გენდობათ, what are you talking about, my friend? გაოგნებული ვარ. მე არ ვიცი, თქვენ რა არგუმენტებს ეყრდნობით. დღემდე ველოდებოდით დასანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ რის საფუძველზე, არგუმენტები წარმოადგინეთ, იქნებ მართლები ხართ. კაპიტანი გიგაურის მიერ გადაგზავნილ შეფასებებს არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს ადამიანი თვითონ არის მარგინალი და ეჭვმიტანილი სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევის საქმეში. ეს ჩვენთვის არ არის ავტორიტეტი. თქვენ გელოდებით, იქნებ წარმოადგინოთ კონკრეტული არგუმენტი, თუ არადა ბოდიში მოუხადეთ, მათ შორის, მოსამართლე ჩხიკვაძეს, რომელიც სტრასბურგმა არ მიიღო განხილვაში. თქვენ კიდევ დაასანქცირეთ და მისი ოჯახი აბულინგეთ. თქვენი ინიციატივით, შემდეგ ადგილობრივმა უსამშობლოებმა ეს გააკეთეს. ასე რომ, პირიქით, მე მოგიწოდებთ, ჩემო მეგობარო“,- განაცხადა ზარქუამ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა მოსამართლეების სანქცირების საკითხზე საუბრისას, საქართველოს მთავრობას მოუწოდა "იმგვარი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც ხელს შეუწყობს კორუმპირებული ფიგურების ანგარიშვალდებულების საკითხს".
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)