|
2024-04-15 21:13:36, 460 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი - არავის აბუჩად ასაგდები ქართველები არ ვართ - ვერავინ მოგვერევა
არავის აბუჩად ასაგდები ქართველები არ ვართ, არავის დასაჩაგრი საქართველო არ არის. ვერავინ ვერ მოგვერია ვერასდროს და ვერავინ ვერ მოგვერევა,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ელისაშვილი სიტყვით გამოსვლისას პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნულის შემდეგ "სახლში ახალგაზრდები მიუვარდნენ". "სახლში მომივარდა რამდენიმე ახალგაზრდა ნიღბებით - ღმერთმა შეუნდოთ. ბავშვებს რას აკეთებინებენ, წარმოიდგინეთ. დაიწყეს რაღაცების მიხატვა და მოხატვა - "მოღალატე" და რაღაც. არც გამოვსულვარ სახლიდან. ჩემმა მეზობლებმა "კუდით ქვა ასროლინეს" ტვინარეულ ბავშვებს. მინდა, "ქართული ოცნება" გავაფრთხილო - ყველაფერზე წამსვლელები რომ ხართ, ვიცით, მაგრამ ჩემს ოჯახს თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს, თორემ მერე მართლა გაჩვენებთ სეირს. მე აქ ვარ, არავის მეშინია. იქიდან რომ ბაქიბუქობდნენ და მემუქრებოდნენ - ვიცი, რაზეც მივდიოდი, ვიცი, რომ გავილახებოდი, მაგრამ საქართველოს ენაცვალოს ჩვენი თავი და ჩვენი სიცოცხლე. საქართველოს გაუმარჯოს!"- განაცხადა ელისაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)