|
2024-04-13 16:23:54, 484 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ჩვენ უნდა შევძლოთ, მივიღოთ სუვერენული, თავისუფალი გადაწყვეტილებები, ეს არის ნამდვილი ევროპულობა
უცხოეთიდან შემოსული გრანტების 95 პროცენტს ხარჯავს ათი „ენჯეო“ და დანარჩენ ხუთ პროცენტს ხარჯავს რამდენიმე ათასი „ენჯეო“, რამხელა დისონანსი და არარელევანტურობაა ფულის ხარჯვის ამბავში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "შავი ფული ორი მიმართულებით, პარტიული და პროპაგანდის კუთხით იხარჯება". "ჩვენ უნდა შევძლოთ, გარედან თითს რაზეც დაგვიქნევენ და რასაც მოგვთხოვენ უარგუმენტოდ კი არ ვაკეთოთ, მივიღოთ სუვერენული, დამოუკიდებელი, თავისუფალი გადაწყვეტილებები. რწმენა მაქვს, როდესაც არგუმენტებს არ გეუბნებიან და ისე გეუბნებიან რაღაცას, ეს არ უნდა გააკეთო. არგუმენტები უნდა გაიზიარო, თუ ის საფუძვლიანია. ეს არის ნამდვილი ევროპულობა და საქართველო არის ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის შემადგენელი ნაწილი. ის აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი. თუ ვინმეს უნდა, რომ იძახოს ესე უარგუმენტოდ არა რუსულ კანონს, აქ ვუერთდები ამ მიდგომას, თუ გნებავთ - არა რუსულ კანონს, ჩვენ არ მივიღებთ რუსულ კანონს, გარანტიას ვიძლევით, საქართველოში რუსული კანონი, ასეთი პროექტი არ არსებობს. აქ გატყუებენ მეგობრებო, ნუ გაიხდით თავს ნურავის მსხვერპლად, როდესაც გეუბნებიან, რომ კანონია რუსული და წაკითხულიც არ გაქვთ. ერთადერთი ვალდებულებაა რეესტრში დარეგისტრირდეს და გამჭვირვალობა უზრუნველყოს მედიაორგანიზაციამ თუ ენჯეოსექტორის წარმომადგენელმა, აქ რუსული არაფერია. ეს არის ევროპული მიდგომა და შესაბამისად, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)