|
2024-04-11 17:38:42, 367 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ჯინ შაჰინს - ორკესტრირებულად აკეთებდით განცხადებას, როდესაც სააკაშვილზე ამბობდით რომ ვკლავდით, სტრასბურგმა განხილვაშიც კი არ მიიღო
ქალბატონო შაჰინ, მადლობა, რომ ზრუნავთ კვლავინდებურად ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ მახსოვს, სააკაშვილის თემაზე თქვენც და დანარჩენი ევროპელი ჩინოვნიკებიც, როგორ ორკესტრირებულად უტევდით ჩემს ქვეყანას და ამტკიცებდით, რომ სააკაშვილს კლავენ, პოლიტიკური პატიმარია და სასწრაფოდ უნდა გამოუშვათ, იმიტომ, რომ წამლავთ, კლავთ. ბოლოს ითქვა, რომ დემენცია აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუა კითხვას უსვამს სენატორს - "შეცდომაში შეიყვანეს და ამიტომ ჰქონდა ეს პოზიცია, თუ შეგნებულად მტრობდა საქართველოს, როდესაც ბრალს სდებდა ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში?". „ახლა იცით, სააკაშვილი როგორ არის? თავის გუნდს ხელმძღვანელობს, ლიდერობს, მესიჯებს უწერს, თურმე, არც დემენცია აქვს და არც არავის მოუკლავს, ჯანმრთელად არის, კვება დაიწყო და კარგად გრძნობს თავს. თქვენ კი ორკესტრირებულად უტევდით ჩემს ქვეყანას და ამბობდით, რომ უსამართლო ქვეყანა არ იმსახურებდა ევროკავშირს, კანდიდატის სტატუსს და ამაში გავატარეთ რამდენი წელი, სადაც შემდეგ არა ცალ ფეხზე დგომით, ღირსებით, დამსახურებულად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ახლა მე მაქვს კითხვა - ქალბატონო სენატორო, შეცდომაში შეიყვანეს და ამიტომ გქონდათ მაშინ ეს პოზიცია, თუ შეგნებულად მტრობდით ჩემს ქვეყანას, როდესაც ბრალს სდებდით საქართველოს ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში, იმიტომ, რომ მოკვდინება ადამიანის, მითუმეტეს პატიმრის, პოლიტპატიმარს უწოდებდით, თურმე ვწამლავდით და არასამართლიანად იჯდა - ეს ყველაფერი ხომ გააქარწყლა სტრასბურგის სასამართლომ და თქვა, რომ არც მოწამლულია და სამართლიანად ზისო. ახლა როგორ ვქნათ? და ბოლოს - ქალბატონო შაჰინ, თქვენი სახელმწიფო დიდი სახელმწიფოა, ოკეანის გადაღმაა და მშვიდობიანად ცხოვრობთ, ჩვენი ქვეყანა პატარაა, თავისი გეოგრაფიული არეალიდან ბევრი სახელმწიფოს ინტერესების კვეთაშია, მათ შორის ჩრდილოეთიდან (ოკუპირებული გვაქვს) სამხრეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ყველას თავისი ინტერესი აქვს. ზოგს თავის დოქტრინაში აქვს გაწერილი, რომ საქართველოს გარკვეული ნაწილი მისი შემადგენელი ნაწილია. ზოგი ფარული მტერია, ზოგს უკვე დე ფაქტო ოკუპირებული აქვს. ამიტომ, გვჭირდება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. რომ დავიცვათ, უნდა ვიცოდეთ, აქ გავლენის გამჭვირვალობის ფონზე ვინ რას და რა მიზნით აფინანსებს. ჩვენ ვართ იმ ღირებულებების გამზიარებლები, რაც ნიშნავს კანონის უზენაესობას, თანასწორ ურთიერთობას, თანასწორ ვაჭრობას, ყველაფერში მოგყვებით, რაც ევროპულ ღირებულებებს მოიცავს, შესაბამისად, მგონია, რომ უსამართლო იქნება, როგორც სააკაშვილის თემაზე ორკესტრირებულად უტევდით ჩვენს სახელმწიფოს, აღმოჩნდა, რომ შეცდომაში ყოფილხართ შეყვანილი. ეს მინდა დავიჯერო. მე მგონია, რომ ახლაც, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ეს ინფორმაცია მოგიტანათ, როგორც სააკაშვილის თემაზე, თქვენით სარგებლობს, შეცდომაში ხართ შეყვანილი, გირჩევდით გაეცნოთ, ჩაგვერთეთ, დაგველაპარაკეთ, მზად ვართ კიდევ ერთხელ აგიხსნათ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)