|
2015-02-12 10:37:00, 1340 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორების ჯგუფი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული გერონტი ქ, 1973 წელს დაბადებული ბესიკ ტ, 1981 წელს დაბადებული ნიაზ უ. და 1973 წელს დაბადებული დავით კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად გასაღების ბრალდებით თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - ჰეროინი და ბუპრენორფინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. უწყების ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)