|
2015-02-12 10:36:23, 1316 ნახვა
სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული თამაზ ჭ, 1998 წელს დაბადებული უშანგ კ, 1998 წელს დაბადებული გია გ, და 1999 წერს დაბადებული ანზორ ფ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2014 წლის 27 ნოემბერს ტყიბულის რაიონში სოფელ კურსებში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ანდრო კაკაბაძის ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახში კაკაბაძე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ორივე მათგანს ხელ-ფეხი შეუკრეს, ოჯახიდან ფული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ტყიბულში დააკავეს. ოთხივე მათგანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)