|
2024-04-02 13:05:21, 725 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებსა და პროგრამების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან და პროგრამების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, რუსუდან შავიშვილი, სამინისტროს და ბათუმის მერიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, მიზნობრივ ჯგუფებთან სისტემატიურ შეხვედრებს ვმართავთ. ჩვენი შეხვედრები ინტერაქციულია და მნიშვნელოვანია როგორც სპეციალისტებისგან, ასევე მშობლებისგან მოვისმინოთ ის მოსაზრებები, რაც უფრო მოქნილსა და ეფექტურს გახდის არსებულ სერვისებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით წელს 5 მილიონ 615 ათას ლარს, ხოლო აუტიზმის მიმართულებით მილიონ ნახევარზე მეტ ლარს გამოყოფს“,- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით, განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას, ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის - ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგის, ქცევითი თერაპევტისა და სხვა სპეციალისტის მიერ. გარდა ამისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა გონებრივი განვითარების სრულყოფის ხელშეწყობისა და სოციალური სისუსტეების დროული აღმოფხვრის მიზნით, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში უტარდებათ შემდეგი პროგრამული მომსახურება: ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია აუტიზმის სკრინინგული შეფასებით, შემდეგი საჭიროების შემთხვევაში, ADOS ტესტის ჩატარება. პროგრამას ასევე ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)