|
2024-03-27 18:12:22, 952 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თუ „ნაცმოძრაობა“ და მისი ტელევიზიები აწარმოებენ ანტიკამპანიას ქვეყნის განვითარების რომელიმე მიმართულებით, ესე იგი იქ შთამბეჭდავი წარმატება გვქონია
არ არსებობს ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულება, თუკი ობიექტური შემფასებელი ამას შეაფასებს, რომ იყოს რეგრესი. დღე არ გავა, სხვადასხვა ორგანიზაციებმა არ გამოაქვეყნონ რეიტინგები, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური, ხშირ შემთხვევაში შთამბეჭდავი შედეგები, რამდენიმე ათეული პუნქტით წინ წაწევა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის მიერ საქართველოს რეიტინგის Ba2-ზე უცვლელად დატოვებას, ხოლო პერსპექტივის ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესებას. მდინარაძის თქმით, "ნეგატიურ რეიტინგებს აქვეყნებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ მდიდარ „ენჯეოებს“ საქართველოში, აწარმოებენ ანტიქართულ კამპანიას, ან ის ორგანიზაციები, რომლებიც მათ დასკვნებს ეყრდნობიან". „თუ ეყრდნობა ქართული „ენჯეო“ სექტორის დასკვნებს - ნეგატიურია რეიტინგები, ობიექტურ გარემოებებს თუ ეყრდნობა - ასეთივე ობიექტურია და წინწაწეული ყველა რეიტინგი, ყველა მნიშვნელოვან სფეროში. არ შეიძლება სასამართლოს რეიტინგები გაუმჯობესებული იყოს, კორუფციასთან ბრძოლა გაუმჯობესებული იყოს, არ შეიძლება ევროპის საგზური მოვიპოვოთ, ყველაფერი კარგი ხდებოდეს და ეს დამთხვევა იყოს, ეს არის ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მიმართულებების განვითარების ერთიანი შედეგი. ამას ებრძვიან სწორედ, სასამართლოს რეიტინგებში წინ წაიწია, ეგრევე სასამართლოს დაარტყეს, წელს პირველად დაგვიფიქსირდა პოზიტიური მიგრაციული სალდო - იმ წუთას დაიწყეს ემიგრაციის პრობლემებზე საუბარი. თუკი სადმე წარმატებაა, ისინი ყველგან უარყოფით ემოციას გამოხატავენ და ანტიკამპანიებს ატარებენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ და მისი ტელევიზიები აწარმოებენ ანტიკამპანიას რომელიმე მიმართულებით, ესე იგი იქ გვქონია შთამბეჭდავი წარმატება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)