|
2024-03-26 15:21:16, 956 ნახვა
პოლიტიკა
TI - საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნების მეორე ტურის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება
საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნების მეორე ტურის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებას და საკუთარ თავზე მორგებას". "მიმდინარე წლის 20 მარტს "ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს საარჩევნო კოდექსში ცვლილების ინიციატივით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები აღარ იარსებებს, რაც ზრდის ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის რისკს და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს უკარგავს შანსს, რომ მეორე ტურში მხარი ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭირონ. კანონის მოქმედი რედაქციით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე კანდიდატის საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება მაშინ, როდესაც ის მიიღებს კონკურენტებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმების 40%-ისა. იმ შემთხვევაში თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 40%-იან ბარიერს, ინიშნება მეორე ტური. აღნიშნული ბარიერი საარჩევნო კოდექსში 2021 წელს დაწესდა. წარმოდგენილი ცვლილება ასევე ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ საკრებულოს წევრად არჩეულ იქნეს კანდიდატი, რომლის წინააღმდეგაც უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე მის მხარდასაჭერად. საბოლოო ჯამში, იზრდება საფრთხე იმისა, რომ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნება ადექვატურად არ აისახოს მანდატებში. ამრიგად, წარმოდგენილი ცვლილება აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯია, რაც ასევე ასახავს საერთო ტენდენციას, რომელიც უკანასკნელ წლებში, არჩევნებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების საკანონმდებლო პოლიტიკაში შეინიშნება. კერძოდ, ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებას და საკუთარ თავზე მორგებას. საილუსტრაციოდ, საკმარისია გავიხსენოთ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით ახლახანს მიღებული ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფს ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტს არ მიიღოს ინიცირებული კანონპროექტი",- ნათქვამია განცხადებაში.
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)