10:43 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 16:02:20, 1379 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის DMO-მ და სასტუმრო-სანატორიუმ „ბორჯომი პალასმა“ საწევრო ხელშეკრულება გააფორმეს

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წევრების რიცხვი იზრდება. 22 მარტს, საწევრო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ორგანიზაციას სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასი“ შეუერთდა. 

საკურორტო ქალაქ ბორჯომში მდებარე „ბორჯომი პალასი“ რეგიონის წამყავნი სასტუმროა, რომელიც სამკურნალო და გამაჯანსაღებელ ტურიზმშია ჩართული. სასტუმრო განთავსებულია ისტორიულ შენობაში, რომელიც 1876 წელს სანატორიუმად გამოიყენებოდა; მოიცავს 164 ოთახს და მრავალფეროვან დასასვენებლ, გამაჯანსაღებელ და გასართობ სერვისებს. 

სამცხე-ჯავახეთის DMO საწევრო პაკეტებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის წევრები რეგიონის სტუმართმასპინძლობის სექტორში ჩართული ბიზნესები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები შეიძლება იყვნენ. შესაბამისად, ორგანიზაციას აქვს შემუშავებული პაკეტები სხვადასხვა პროფილის მქონე ბიზნესების, ორგანიზაციებისთვის თუ ინდივიდუალური პირებისთვის. ორგანიზაცია უკვე წარმატებულად თანამშრომლობს რეგიონში არსებულ მსხვილ, საშუალო და მცირე მეწარმეებთან. 

ორგანიზაციის წევრობა კერძო სექტორისთვის, პირველი რიგში, ორგანიზაციის საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის უფლებას გულისხმობს. წევრობის მიზანია კერძო-საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics