|
2024-03-25 13:42:56, 850 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა - ზურაბიშვილი ვალდებულია, სააკაშვილი გაათავისუფლოს
150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია, მოისმინოს ქართველი ხალხის ხმა და მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად, მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტი იყოს თავისუფალი". "150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ გვინდა, რომ მინიმალურად თავისუფალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი იყოს თავისუფალი. საქართველოს მოქალაქემ კარგად ნახა ის გმირული მოქმედება, რომელიც განახორციელა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, როცა გადადგა ნაბიჯი, რომელიც უკავშირდებოდა ივანიშვილის პოლიტიკურ მძევლობაში ყოფნას და მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში დადგეს ცვლილებები, შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს საქართველოს მოქალაქისადმი. 150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ასიათასობით ადამიანია, ვისაც უნდა ღიად გამოხატოს მისი მხარდაჭერა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ და ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში ცვლილება იმისთვის, რომ ყველა ოჯახში იყოს კეთილდღეობა და არ ჰქონდეს მხოლოდ ერთეულებს, როგორც დღეს ივანიშვილმა მიგვაჩვია... მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ხელი მოაწერა, არ შეუშინდა თავისი მონაცემების დაფიქსირებას და ასევე ყველა ჩართულ ადამიანს, რომელიც წვიმაში, ქარში აგროვებდა ამ ხელმოწერებს. დღეს ეს ხელმოწერები უკვე ჩავა დედაქალაქში და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაფერი არ დარჩენია გარდა ერთისა - მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი",- აცხადებს ხაბეიშვილი. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს დღეს, 25 მარტს წალენჯიხიდან თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ავტომობილებით მსვლელობით ჩაიტანენ.
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)