|
2024-03-25 12:22:17, 1272 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში სოციალური სახლის, მუნიციპალური თავშესაფრის და ბიბლიოთეკის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში დასკვნით ეტაპზეა ღამის მუნიციპალური თავშესაფრის რეკონსტრუქცია. "შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოპირკეთდა შენობის შიდა და გარე სივრცე, კეთილმოეწყო ეზო. დროებით ღამის თავშესაფარში 70 ბენეფიციარი შეძლებს სხვადასხვა სახის სერვისებით სარგებლობას. მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა ბათუმში ე.წ. „შანხაის დასახლებაში" სოციალური სახლის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აშენდება ორი 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონი, საპარკინგე სივრცე. ასევე, დასრულდა ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საძირკვლის გამაგრება, შიდა სივრცისა და გარე ფასადის რეაბილიტაცია. ასევე, სრულად განახლდა შენობის სახურავი. ბიბლიოთეკა ფუნქციონირებას ინვენტარის განახლებისა და წიგნების დაკომპლექტების შემდგომ დაიწყებს. ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)