|
2024-03-16 15:36:45, 861 ნახვა
პოლიტიკა
ალიევი - საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს და ეს ყველაფერი ბევრი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია
დღეს ორივე ერი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივი ძალისხმევით, არა მარტო უზრულველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონისა და ზოგადად, ევროაზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროში და ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის. „დამატებით ნაბიჯებსაც გადავდგამთ ამ მიმართულებით. განსაკუთრებით ტრანსპორტირების სფეროში ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივები იქნება გარდაუვალი ბევრი ქვეყნის დაკავშირებადობისთვის. განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და მისი განვრცობის საშუალებით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ჩვენ გავზარდეთ მისი წარმადობა ერთიდან, ხუთ მილიარდ ტონამდე. ეს პროექტი ორ თვეში დასრულდება. ამ რკინიგზის ოპერირება იქნება ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი და საინტერესო. ჩვენ შეხვედრები გვექნება სამხრეთის ბუნებრივი აირის საკონსულტაციო ჯგუფებთან და საქართველოს მაღალი დონის დელეგაციები იქნებიან ჩართულნი ამ პროცესში. ყველა მონაწილე ხედავს, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან ამ პროექტების ინიციატორები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე საქართველოს გავლით. ზოგადად, ძალიან ბევრი ქვეყანა ყიდულობს ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან, ეს არის რვა ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ლიმიტი. ეს რიცხვი და აზერბაიჯანის ენერგორესურსების მომხმარებელ ქვეყანათა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ კარგად ვიცით საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის სპეციფიკური ნიუანსები და ვაცნობიერებთ, რომ მოთხოვნა დიდია აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე და კიდევ უფრო გაიზრდება. ევროპის კონტინენტზე გვაქვს ფინანსური რესურსიც, ინვესტიციების საშუალებაც, გვყავს სანდო მეგობრები საქართველოს სახით, სატრანზიტო შესაძლებლობები გვაქვს ძალიან ფართო და ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობები იმის საშუალებას მისცემს ბევრ ქვეყანას, რომ მომდევნო წლებში სანდო ენერგეტიკული რესურსი მიიღონ ჩვენი, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ძალისხმევით“, – განაცხადა ალიევმა.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)