|
2024-03-15 12:44:09, 747 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი ხიდაშელზე - აქ სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება - მივმართავ თავდაცვის უწყებას, რამდენიმე საკითხზე ინფორმაცია მომაწოდონ
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი დავით ხიდაშელთან მისი მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობის თაობაზე - აქ ცალსახად სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება,- ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. სამადაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მიმართა თავდაცვის სამინისტროს, მიაწოდონ ინფორმაცია, როდის და რამდენი ხნით გაფორმდა დავით ხიდაშელთან თანამშრომლობაზე კონტრაქტი; გაიარა თუ არა მან თანამდებობაზე დანიშვნამდე უსაფრთხოების შემოწმება და როგორია მისი დღევანდელი სტატუსი. "თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი დავით ხიდაშელთან მისი მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობის თაობაზე. ეს არის შეხსენება ჩვენთვის კიდევ ერთხელ, თუ რატომ სჭირდება საქართველოს რუსეთისგან "დაცვის აქტის" მიღება, რომელიც "ლელომ" შეიტანა ინიციატივის სახით პარლამენტში და რატომ გვჭირდება, რაც მთავარია, რუსული ხელისუფლების დასრულება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე. მსურს, საზოგადოებას შევახსენო, ვინ არის დავით ხიდაშელი - ეს არის ადამიანი, რომლის ბიზნესი იყო პირდაპირ ჩართული სირიის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთისთვის შეიარაღების მომარაგებაში და მისი ბიზნესპარტნიორი, ბატონი ევტუშენკოვი იქნა სანქცირებული არაერთი დასავლური ქვეყნის მიერ რუსეთის დრონებით აღჭურვაში მონაწილეობის გამო. აი, ამ ოკუპანტ სახელმწიფოს წარმომადგენელთან გააფორმა თურმე, როგორც თავად დაადასტურა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კონტრაქტი იმაზე, რომ ის ყოფილიყო გაფორმებული, როგორც სამინისტროს ოფიციალური მრჩეველი. აქ ცალსახად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, მე დღეს ოფიციალური მოთხოვნით მივმართავ თავდაცვის სამინისტროს. მოვითხოვ, მომაწოდონ ინფორმაცია რამდენიმე საკითხზე: როდის და რამდენი ხნით გაფორმდა დავით ხიდაშელთან თანამშრომლობაზე კონტრაქტი და მაინტერესებს, გაიარა თუ არა მან უსაფრთხოების შემოწმება, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს მსგავს თანამდებობაზე დასაქმებულმა ნებისმიერმა პირმა; თუ გაიარა, მაინტერესებს, რომ გადმომიგზავნონ დასკვნა უსაფრთხოების შემოწმების; მაინტერესებს, ვინ მოაწერა ხელი საბუთს, რომელმაც თქვა, რომ უსაფრთხოა ქართული სახელმწიფოსთვის, რომ ბატონი ხიდაშელი დასაქმებულიყო ქვეყნის თავდაცვის უწყებაში და ასევე მაინტერესებს, მისი საქმიანობის პირობებში, რა დოკუმენტებზე, რა საბუთებზე, რა შეხვედრებზე ჰქონდა დაშვება მიღებული მას და რა თქმა უნდა, საინტერესოა, მისი დღევანდელი სტატუსი როგორია. ველოდები, რომ ამ ინფორმაციას უმოკლეს ვადებში მივიღებ და შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყებთ მომზადებას საფუძვლის იმისთვის, რომ აღიძრას შესაბამისი საქმე იმ სისხლის სამართლის მუხლების თანახმად, რომელიც სჯის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. და ძალიან ირონიული იქნება, თუ ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვები აღმოჩნდებიან საბრალდებო სკამზე იმ ბრალდებებით, რომლებიც მათ სამარცხვინოდ გამოიყენეს ხანდაზმული და ღვაწლმოსილი მეცნიერების წინააღმდეგ, როდესაც სწორედ ხიდაშელის მონაწილეობით ააგორეს სამარცხვინო რუსული პროპაგანდისტული საქმე, რომელიც დავით გარეჯის ტერიტორიასა და ჩვენს საზღვარს შეეხებოდა. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ "ლელო" ბოლომდე მიადევნებს თვალს ამ საქმეს. დაუსჯელი არ უნდა დარჩეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ვინც არ უნდა იყოს ამაში ჩართული",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)