17:37 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 09:04:20, 805 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - გაუგებარია, რა სიკეთე უნდა მოუტანონ კეზერაშვილმა, სააკაშვილმა უკრაინას, როცა საქართველოს ამდენი უბედურება მოუტანეს

მართლა გაუგებარია უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის, კეზერაშვილმა, ადეიშვილმა, სააკაშვილმა, სხვა პირებმა, რა სიკეთე უნდა მოუტანონ უკრაინას, როცა საკუთარ ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანეს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ  განაცხადა. 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ამაზე ძალიან ბევრი წუხს და ბევრი კრიტიკული განწყობა არსებობს უკრაინაშიც".

„უკრაინას ძალიან ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანი ჰყავს, პოლიტიკაშიც ძალიან პროგრესული ხალხი ჰყავს ჩართული და ჩვენც ბევრი ნაცნობები გვყავს მეცნიერებაშიც, კულტურაშიც, პოლიტიკაშიც და გაუგებარია უბრალოდ, საქართველოში ძებნილი კრიმინალები, რატომ უნდა წარმოადგენდნენ ამ უმძიმეს დროს, ომის დროს უკრაინას. ხალხი, რომელმაც თავის ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა, როგორ მოუტანს რამე სიკეთეს უკრაინას“,- განაცხადა თალაკვაძემ „იმედი LIVE“-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics