|
2024-03-14 19:57:45, 715 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე
ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე. ეს არის სასამართლო ხელისუფლების მიტაცების, მასში ჩარევის მცდელობა, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სასამართლო ხელისუფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე. „რაც შეეხება ორ მოსამართლეს, ვერ ჩავერევი სასამართლოს საქმიანობაში, მაგრამ მე მგონია, რომ ერთს მინიმუმ აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს. თუ იქნებოდა საუბარი კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, საკუთარი კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინათ ასეთ მოსამართლეებს და ისინი სხვების კეთილსინდისიერებაზე არ უნდა საუბრობდნენ, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, რა განცხადების გაკეთებასაც ვაპირებ სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს არის დამოუკიდებელი შტო, ჩემი საქმე და არავის საქმე არ არის კეთილსინდისიერების შემოწმება. რაც შეეხება მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ერთადერთი ორგანო კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კეთილი ინებოს ყველამ, ვისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს გარკვეული ეჭვი სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მერე ჩაიხედონ, რამდენად სწორად იკვლევს ამ საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მაგრამ არავითარი საქმე არ არსებობს, ამიტომ ვერ მიმართავენ ვერც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შესაბამისად, ეს არის ცარიელი საუბრები. ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე. ეს არის ჩვეულებრივად სასამართლო ხელისუფლების მიტაცების, მასში ჩარევის მცდელობა, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ. სასამართლო ხელისუფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)