|
2024-03-14 14:10:28, 1640 ნახვა
ომი უკრაინაში
ტრამპი - ევროპამ იმდენი უნდა დახარჯოს უკრაინაში, რასაც აშშ ხარჯავს
ევროპამ იმდენი უნდა დახარჯოს უკრაინაში, რასაც აშშ ხარჯავს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა "ნიუსმაქსთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, "ევროპას უფრო მეტი საფრთხე ემუქრება, ვიდრე შეერთებულ შტატებს". "მათი ეკონომიკა დაახლოებით იგივე ზომისაა, თუ ყველას გავაერთიანებთ, მათი ეკონომიკა ძალიან ახლოს არის ჩვენს ეკონომიკასთან. გარდა ამისა, მათ ჩვენზე ბევრად მეტი საფრთხე ემუქრებათ. ჩვენ შორის ოკეანეა, მათ შორის კი არა. ევროპა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარით ნაკლებს ხარჯავს უკრაინისთვის ფულის გადაცემაში და მე ვთქვი, რომ ეს არის ის, რასაც ნამდვილად უნდა მივხედოთ... ძალიან უსამართლოა აშშ-ის გადასახადის გადამხდელის მიმართ, როდესაც ჩვენ ვხარჯავთ მთელ ფულს, ან ფულის უმეტეს ნაწილს. ევროპამაც უნდა დახარჯოს. ვამბობ, უნდა გაათანაბრონ. უნდა გაათანაბრონ მასთან, რაც ჩვენ დავხარჯეთ. მათ ეს უნდა გააკეთონ და გააკეთებენ ამას, ისევე, როგორც გააკეთეს ნატოსთან დაკავშირებით. ისინი ამას გააკეთებენ, თუ ვინმე იქნება რომ ეს უთხრას. როგორ ფიქრობთ, ბაიდენი მოუწოდებს მათ და ეტყვის, რომ უნდა გაათანაბრონ? არა მგონია, რომ მას ეს ოდესმე უთქვამს",- აცხადებს დონალდ ტრამპი.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)