|
2024-03-13 18:37:05, 598 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - როგორც კი კოალიციას ახსენებენ საუბარია „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რაც წარმოუდგენელი ამბავია
ნაცმოძრაობას აქვს ე.წ. ჭერი, თავის რეიტინგის ოცი პროცენტი. ოც პროცენტს ქვემოთ არიან. შესაბამისად მისგან [ნაციონალური მოძრაობისგან] გამიჯვნის პიარ სტრატეგია მიზნად ისახავს იმას, რომ მეორე ოც პროცენტზე იმუშაონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა, რადგან მათ აქვთ საერთო წარსული, საერთო აწმყო და საერთო მომავალი. „უკვე იციან რომ სამოცი პროცენტი არის „ქართული ოცნების“ ელექტორატი. ჩვენი არეალი დაახლოებით სამოც პროცენტშია და არ გამოვრიცხავ, რომ სამოც პროცენტზე ზევითაც წავიდეთ იმიტომ, რომ ის ოცი პროცენტი, ე.წ. შუაში მყოფი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საით წავა კაცმა არ იცის და დიდი შანსია, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრმა მათგანმა დაუჭიროს მხარი, ამ ოც პროცენტზე მუშაობისათვის ისინი ცდილობენ, „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნონ, რომ იმ ჩვიდმეტი-თვრამეტი პროცენტიდან გამოძვრნენ. ამიტომ არის საოცარი მცდელობის მომსწრეები რომ ვართ, რომ მელია, გვარამია, ხაზარაძე და ნაცებთან მოღალატე გახარიაც კი ცდილობს რომ გაემიჯნოს. საკრებულოებში ნაცებთან კოალიციაში მყოფი გახარიაც კი ამას ცდილობს, რომ იმ შუა ოც პროცენტზე იმუშაოს და რატომ არ აქვთ იქ შანსი იცით? წარმოუდგენელია ნაცებთან მოღალატე ყოფილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა და თუნდაც, ლიდერმა მოახერხოს ხალხის იმდაგვარად მოტყუება, რომ ისინი ნაცებს არ წარმოადგენენ, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმაც. ყველაზე რადიკალური ნაცების სიას რომ შეუერთდა პატრიარქზე თავდასხმით, ეს ხალხი ცდილობს იმგვარად მოტყუებას, რომ თითქოს ამ ხალხს დავიწყებული აქვს საერთოდ რას აკეთებდნენ ისინი წარსულში. რატომ ვერ მოატყუებენ იცით? წარმოუდგენელია მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. მათ აქვთ საერთო წარსული, საერთო აწმყო და საერთო მომავალი. არც დავუშვებთ და ვერანაირი პიარი, ვერანაირი ტელევიზია ამის დაშვების შესაძლებლობას არ მისცემს მათ და როდესაც ლაპარაკობენ კოალიციაზე, ნაცმოძრაობის კოალიციაზე ლაპარაკობენ. როგორც კი კოალიციას ახსენებენ საუბარია ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რაც წარმოუდგენელი ამბავია და საქართველო ამ ბნელი წარსულის დაბრუნებას ბუნებრივია არ დაუშვებს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)