|
2024-03-06 15:04:19, 815 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში - მეც ვიბრძვი და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში
ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში და მეც ვიბრძვი ჩემი რუსული ტყვეობიდან და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერის გაცემას ეხმაურება და ამბობს, რომ მათგან ერთ-ერთი - სერგეი კობილაში 2008 წელს საქართველოს ბომბავდა. "ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორი ახალი დაპატიმრების ორდერი გასცა - რუსეთის შორეული ავიაციის ხელმძღვანელზე, სერგეი კობილაშზე, რომელიც 2008 წელს გვბომბავდა, მაშინ ჩვენმა არმიამ ჩამოაგდო, რომელიც ტყვეთა გაცვლით დავუბრუნეთ რუსეთს და შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ საკალოვზე. მანამდე, შარშან მარტში გაიცა დაპატიმრების ორდერები პუტინზე და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენზე. მინდა შეგახსენოთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ოლიგარქის მთავრობას ძალიან სურდა, რომ ჰააგის სასამართლოს მე და ქართველი სამხედროები დავედანაშაულებინეთ 2008 წლის ომში, სასამართლომ გამოაცხადა, რომ ქართული მხარე სრულიად უდანაშაულო იყო და პირიქით, პირველად ისტორიაში, 3 რუს გენერალზე გასცა დაპატიმრების ორდერი. მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი ერთ-ერთი თანამებრძოლი ხელმძღვანელობს უკრაინის გენერალური პროკურატურის ჰააგის ტრიბუნალთან ურთიერთობის ჯგუფს. ასევე მიხარია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩემი თანაშემწე, კრივონოსი წარმატებულად ხელმძღვანელობს უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროს და უამრავი ძალიან გავლენიანი, მათ შორის, რუსეთთან კავშირის მქონე კორუფციონერი და ოლიგარქი მისცა პასუხისმგებლობაში. ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში და მეც ვიბრძვი ჩემი რუსული ტყვეობიდან და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურზე, სერგეი კობილაშზე და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ სოკოლოვზე გასცა. სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ "არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს პასუხისმგებლობა ეკისრება მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალების მიერ უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე".
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)