|
2024-03-06 09:12:11, 1496 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელეს - რუსი მკვლელები პასუხს აგებენ
რუსი მკვლელები პასუხს აგებენ,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერის გაცემას. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელეს. "მათ განახორციელეს და ახორციელებენ ტერორისტულ კამპანიას ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ. განახორციელეს დარტყმები ჩვენს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის აშკარა დანაშაულები - რუსეთის ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. რუსი მკვლელები პასუხს აგებენ",- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურზე, სერგეი კობილაშზე და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ სოკოლოვზე გასცა. სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ "არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს პასუხისმგებლობა ეკისრება მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალების მიერ უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე".
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)