|
2024-03-04 15:37:33, 752 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მოქალაქემ უნდა შეცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია გამდიდრებით - კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს
2012 წლიდან 2024 წლამდე, ივანიშვილის პარტიამ ადამიანებს პროდუქტების ფასები გაუძვირა, ფაქტობრივად, ორნახევარჯერ. ამიტომ, ეს ყველაფერი 2024 წელს საქართველოს მოქალაქემ უნდა შეცვალოს, შეცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით. კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ფასების ზრდის კუთხით, საქართველოში "უმძიმესი რეალობაა". “უმძიმეს რეალობაზე უნდა გესაუბროთ, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეს და ეს გამოისახება პროდუქტის გაზრდილ ფასებში. ყოველდღიურად, ჩვენს მოქალაქეებს უწევთ გაძვირებული პროდუქტების შეძენა მარკეტებში, მაღაზიებში, ბაზრებში და ყოველდღიურად ადამიანი გრძნობს, თუ როგორ გაუძვირა ივანიშვილმა 12 წლის თავზე ცხოვრება. მე მიჭირავს ორი ქვითარი, რომელიც იყო 2012 წელს და რომელიც არის 2024 წელს და ძალიან მარტივად შემიძლია დაგიდასტუროთ, თვალნათელი მაგალითები გითხრათ, როგორ გაძვირდა ცხოვრება ჩვენი თანამოქალაქისთვის. მაგალითად ზეთი, რომელიც ყველა ოჯახში არის, რადგან მინიმალური პროდუქტების მომზადება შეძლოს ადამიანმა, ღირდა 3 ლარი და 10 თეთრი, ახლა ეს ზეთი ღირს 5 ლარი და 90 თეთრი. ძროხის ხორცი რომ ეყიდა ადამიანს, ამისთვის სჭირდებოდა 11 ლარი, დღეს სჭირდება 27 ლარი და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, თვეები ისე გავა, რომ ხორცს ვერ აჭმევს მის მცირეწლოვან შვილს. ზრდასრული ადამიანები კიდევ ითმენენ და თავის თავს არ ჩივიან, თუმცა შვილების გამოკვებას ვერ ახერხებენ ადამიანები და მე ვიცი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც პურის ფქვილს ყიდულობს განვადებით და შემდეგ განვადებას იხდის, რომ სახლში მისი ოჯახის წევრს პური გამოუცხოს. ამ ქვითარზე, სადაც პატარა კალათია გამოსახული - პური, კარტოფილი, ზეთი, კვერცხი, ძროხის ხორცი, ყველი, რძე, შაქარი, ხახვი 2012 წელს თითო კილოგრამი რომ ეყიდა საქართველოს მოქალაქეს, დასჭირდებოდა 32 ლარი 80 თეთრი, დღეს იგივე კალათი რომ შეიძინოს მოქალაქემ, დასჭირდება 74 ლარი 45 თეთრი, ფაქტობრივად, ორნახევარჯერ უფრო მეტის გადახდა და ახლა ჰკითხეთ საქართველოს მოქალაქეს, როგორია 30 ლარის კალათაში რომ იხდის 74 ლარს. ცხადია, ეს არის კატასტროფა და უნდა გვესმოდეს ისიც, რომ 2024 წელი არის შესაძლებლობა, შევცვალოთ ეს დამოკიდებულება მოქალაქის მიმართ და უნდა ესმოდეს საქართველოს მოქალაქეს, რომ მაგალითად სომხეთში, აზერბაიჯანში და თურქეთში იგივე პროდუქტი არის ბევრად იაფი, ვიდრე საქართველოში. შესაძლებელია, რომ საქართველოშიც იყოს იაფი, მით უმეტეს სომხეთში ევროპული პროდუქციის დიდი ნაწილი ხვდება საქართველოს გავლით. ამიტომ, ეს ყველაფერი 2024 წელს საქართველოს მოქალაქემ უნდა შეცვალოს, შეცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით, კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს",- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)