|
2024-02-28 14:43:51, 631 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ნახეთ, დღეს სად არის ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი - ასეთი რეპუტაციის ადამიანს ასეთი თბილი ადგილი რომ გამოეძებნა, ეს კიდევ სხვა გამოკვლევის საგანია
გუშინ ვუსმენდი „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის კომენტარს, რომ რა მოხდა, შეცდომა იყო და ვაღიარებთ შეცდომასო. ჯერ ერთი, ტყუილია. ისიც რომ დავუშვათ, არ იყო გაყალბებული, მათ თავისივე ნათქვამით რამდენიმე დღეში დაადგინეს და ერთი თვე იტყუებოდნენ, რომ შედეგები იყო სწორი. მეორე, ამბობენ რომ გადადგა ხელმძღვანელი და ამიტომ ჩვენ პასუხისმგებლობა მოვიხსენითო. ჯერ ერთი, ნახეთ ის ხელმძღვანელი დღეს სად არის, ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელია და ძალიან კარგ ადგილას არის, კარგი ხელფასით და ასეთი რეპუტაციის ადამიანს ასეთი თბილი ადგილი რომ გამოეძებნა, ეს კიდევ სხვა გამოკვლევის საგანია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. პაპუაშვილი ISFED-ის 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ აცხადებს, რომ „როგორც შემდეგ გაირკვა, მათ დონორიც ეხმარებოდა და დონორთან ერთად აჯერებდნენ ტყუილს ხალხს". „გაირკვა, დონორიც ეხმარებოდა მათ და ამ ტყუილს დონორთან ერთად აჯერებდნენ ხალხს და ხელს უწყობდნენ რადიკალურ ოპოზიციას იმისთვის, რომ დაერბიათ ცესკო, პარლამენტი და მიტინგები ჩაეტარებინათ. მხოლოდ მას შემდეგ მოუწიათ აღიარება, როცა პარლამენტი შეიკრიბა და მიხვდნენ, შანსი აღარ იყო პარლამენტის დელეგიტიმაციისა. მაგრამ მოქმედი ხელმძღვანელიც, ქალბატონი ნინო დოლიძე, დაახლოებით, 8 თვე მალავდა იმ უბნების სიას, სადაც მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა. რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი?! ორი ტყუილი თქვა მაშინ ISFED-მა. პირველი ტყუილი იყო პროცენტული შედეგები და მეორე ტყუილი იყო, რომ თითქოს უბნების რვა პროცენტში იყო მეტობა, ანუ ბიულეტენები ჩაყარეს თითქოს უბნების რვა პროცენტში. სხვათაშორის, ეს ტყუილი დღემდე ასახულია ევროსაბჭოს მაშინდელ რეზოლუციის დანართებში. ნოემბრიდან მოყოლებული ვეუბნებოდით, წარმოედგინათ ჩვენთვის იმ უბნების სია, რომლებსაც დააკვირდნენ, რათა შეგვედარებინა, მართლა იყო თუ არა მეტობა და უარს გვეუბნებოდნენ. მე, კოლეგასთან ერთად, რამდენჯერმე შევხვდი ქალბატონ ნინო დოლიძეს და ვეუბნებოდი რომ წარმოედგინა. ის გვატყუებდა. ჯერ ამბობდა, რომ ეს მეთოდოლოგიით არ არის დაშვებული, როდესაც მეთოდოლოგიას გავეცანით NDI-ის ვებგვერდზე და ვუთხარით რომ არ არსებობს, მერე თქვა რომ უსაფრთხოების მიზნებით არ შეიძლებაო, ესეც რომ გავუბათილეთ, მერე უბრალოდ აღარ გვაძლევდა. ბოლოს, 2021 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მოსთხოვა მათ და მიხვდნენ, რომ სხვა შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენდნენ, მოუწიათ ამ სიის წარმოდგენა. ამის გადამოწმების დროსაც დადგინდა, რომ ესეც იყო ტყუილი და არანაირი რვა პროცენტში მეტობა არ არსებობდა. ამიტომ, ქალბატონი ნინო დოლიძე მისი ხელმძღვანელობის ქვეშაც 8 თვე ატყუებდა საქართველოს პარლამენტს. ასე რომ, რაც შეეხება „სამართლიან არჩევნებს“, მათი საქმე გარკვეულია ქართველი ხალხისთვის“,- თქვა პაპუაშვილმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)