|
2024-02-26 15:19:51, 621 ნახვა
პოლიტიკა
ლაშხი გოცირიძეს - როგორც ჩანს, მეცნიერებიც ჩასარეცხად გამზადებულებად გინდათ რომ გამოიყვანოთ - ეს საქმე თავის დროზე ვერ მიიყვანეთ ბოლომდე და არც ახლა მიგაყვანინებთ
საქართველო თუ აქამდე მოვიდა და მომავალი გააჩნია, ეს არის ინტელექტუალური რესურსი, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. თუ ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და ოქრო, ჩვენი ინტელექტუალური რესურსი არის ყველაფერ ამის მამოძრავებელი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ლაშხი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე რომან გოცირიძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიზანია მეცნიერებათა აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაცია. ასევე, მან რომან გოცირიძეს წარსული შეახსენა და აღნიშნა, იმისთვის, რომ გაძლიერდეს და დაფასდეს მეცნიერება, სხვაგვარი საკანონმდებლო ინიციატივა არის საჭირო. “ეს კანონი იმ იდეოლოგიის გაგრძელებაა, რაც თქვენ გქონდათ-ჩასარეცხები, ჩარეცხილები და როგორც ჩანს, მეცნიერებიც ჩასარეცხად გამზადებულებად გინდათ რომ გამოიყვანოთ. თქვენ ეს საქმე თავის დროზე ვერ მიიყვანეთ ბოლომდე, არც ახლა მიგაყვანინებთ იმიტომ, რომ ეს კანონი პირდაპირ მიმართულია იმისათვის, რომ მეცნიერება ისევ იმაზე იყოს შემოდებული, რაზეც მანამდე გქონდათ. თუ თქვენ რაიმე კითხვა ან ინტერესი გაქვთ მეცნიერების და სამეცნიერო პოტენციალის გასაძლიერებლად, იმისათვის რომ გაძლიერდეს, დაფასდეს მეცნიერება და მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობა იყოს ეფექტიანი, ამისთვის სხვანაირი საკანონმდებლო ინიციატივა უნდა დაგეყენებინათ“,- აღნიშნა ლაშხმა. მისივე თქმით, რეგლამენტის 37-ე მუხლი პარლამენტს აძლევს იმის საშუალებას, რომ სხვა უწყებების მსგავსად მოხდეს ამ უწყების მოსმენა, სადაც საუბარი იქნება იმაზე, როგორ უნდა გაძლიერდეს მეცნიერება და როგორ მოხდეს საქართველოს პოტენციალის გამოყენება. აქვე, მარიამ ლაშხმა აღნიშნა, რომ ამ მოსმენებს საზედამხედველო ფუნქციის მანდატის ფორმატში ოპოზიციაც უნდა ესწრებოდეს. „რაც შეეხება ეფექტიანობაზე, არსებობდა კითხვები და საზოგადოებას რომ ჰქონდეს მეტი წარმოდგენა, მეცნიერებათა აკადემია რას და როგორ საქმიანობს, უკეთესად როგორ წარმოვაჩინოთ და გავაძლიეროთ, ამისთვის გთავაზობთ ასეთ რამეს: რეგლამენტის 37-ე მუხლით ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ანგარიშვალდებულ ორგანოებს ვუსმენთ ყოველწლიურად. "მეცნიერებათა აკადემიის შესახებ" კანონი არ ითვალისწინებს მეცნიერებათა აკადემიის წარდგენას პარლამენტში, თუმცა, იგივე 37-ე მუხლი და რეგლამენტში ჩანაწერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქმიანობა შევისწავლოთ და ისევე, როგორც სხვა უწყებებს ვუსმენთ, გავაკეთოთ ამ უწყების მოსმენა, სადაც წარმოგვიდგენენ და ვისაუბრებთ იმაზე, როგორ უნდა გაძლიერდეს უფრო მეტად მეცნიერება და როგორ უნდა მოხდეს საქართველოს პოტენციალის გამოყენება. ამასთან ერთად, შემოთავაზება უნდა იყოს ისიც, რომ ოპოზიცია ამ მოსმენებს საზედამხედველო ფუნქციის მანდატის ფორმატში უნდა ესწრებოდეს. წინა კომიტეტის სხდომაზე ზოგ-ზოგიერთები გვახსენებდნენ, რომ თურმე საზედამხედველო ფუნქციაც გვაქვს. დაესწროს ოპოზიციაც მსგავსი ტიპის მოსმენებს, დასვას კრიტიკული კითხვები და ჩაერთოს იმ დისკუსიაში, რასაც ძირითადად მმართველი პარტია და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლები ესწრებიან ხოლმე“,- განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)