|
2024-02-25 23:41:45, 1499 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების 31 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ვლადიმერ ზელენსკიმ ფორუმზე „უკრაინა. 2024 წელი" უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების რაოდენობა დაასახელა. მისი თქმით, ომში 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამავდროულად, მისი ინფორმაციით, ბრძოლაში დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების 180 ათასი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილებთან ერთად ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 ათასი ადამიანია. მანამდე უკრაინული მხარე ოფიციალურად არ აქვეყნებდა დაღუპულთა რიცხვს სამხედრო საიდუმლოების მოტივით. 23 თებერვალს ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა“ და უკრაინელი და რუსი სამხედროების დაღუპულთა სავარაუდო თანაფარდობა არის ერთი ხუთამდე. 2022 წელს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 9 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. Mediazona-სა და Meduza-ს მიერ ადრე გამოქვეყნებული გაანგარიშებით, ომში შეიძლებოდა დაღუპულიყო დაახლოებით 75 ათასი რუსი სამხედრო, ხოლო ნეკროლოგის მონაცემებით, ცნობილია, რომ დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების თითქმის 45 ათასი სამხედრო მოსამსახურე. 75 ათასი არის სტატისტიკური შეფასება, მაგრამ რეალური რიცხვი შეიძლება იყოს 66-დან 88 ათას ადამიანამდე. ეს მონაცემები აქტუალური იყო 2024 წლის 1 იანვრისთვის. ამ ციფრებში არ შედის როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მობილიზებული, ისე უგზო-უკვლოდ დაკარგულების დანაკარგები.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)