2024-02-22 23:51:26, 984 ნახვა
პოლიტიკა
მელია - საზოგადოებას 1 კვირაში გადაწყვეტილებას ვაცნობებთ - ეს იქნება ან ცალკე გუნდი, ან შეიძლება იყოს გვარამიასთან ერთად
საზოგადოებას 1 კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას ვაცნობებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ღამის მთავარში" საუბრისას განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, "ეს იქნება ან ცალკე გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა".
"მაქსიმუმ ერთ კვირაში, ჩვენ ყველანი, საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას ვაცნობებთ. ეს იქნება ან ცალკე პოლიტიკური გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან შეიძლება იყოს უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა, თუმცა ერთ კვირას ნამდვილად აღარ გადასცდება.
მარტის პირველი დღეებიდან, კამპანია, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის გათავისუფლებას, გადაჭარბების გარეშე, იმ მოძალადეებისგან და კორუმპირებულებისგან, არის დასაწყები", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,