06:26 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-17 17:06:28, 717 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი „ლელოს“ დაპირებებზე - ეკონომიკური ვარდნა განიცადო და იქვე პენსიონერებს შესთავაზო 1000 ლარი პენსია, ეს არის ის თვალთმაქცობა და თაღლითობა,

პროპაგანდა, რომელსაც "ლელო" და ხაზარაძე ეწევა, ადამიანის ემოციაზეა მიმართული. ის ყოველთვის აცხადებდა, რომ პირველი მილიონი თუ მილიონები რუსეთის ფედერაციაში იშოვა და დღეს, გარკვეულ მეომრად გვევლინება რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ "ლელოს" დაპირებებზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირობებში, პენსიები 1000 ლარამდე გაიზრდება.

ვოლსკის თქმით, "ხაზარაძე ქვეყნის თვითდაზიანების პროპაგანდას ეწევა და ამ დაპირებებით საზოგადოებას არა მხოლოდ ეკონომიკურ განადგურებას, არამედ ფიზიკურ ნგრევას სთავაზობს. რუსეთისთვის სანქციების დაწესების პარალელურად პენსიების 1000 ლარამდე გაზრდა კი, მისი განცხადებით, თვალთმაქცობაა, რომელიც "ლელოს" ახასიათებს".

"ომი, რომელსაც ხაზარაძე გვთავაზობს, არა მარტო ეკონომიკური განადგურებით შეიძლება დამთავრდეს, საქართველოს ეკონომიკურ განადგურებას გვთავაზობს პრაქტიკულად. ასევე უნდა ველოდოთ, რომ ოდესმე თუ ასეთი პოლიტიკა განხორციელდება, მოჰყვება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ფიზიკური ნგრევა ჩვენი ქვეყნის. შიდა დაძაბულობა, შიდა დაპირისპირებები, იმ ადამიანების დიდი არმიის წარმოქმნა, რომლებიც სერიოზულ ეკონომიკურ დარტყმას მიიღებენ - ეს არის თვითდაზიანების პროპაგანდა, რომელსაც ხაზარაძე ეწევა.

არც ისე უჭკუოა, რომ ამას დაუფიქრებლად აკეთებდეს და მაინც, გათვლა კეთდება იმ ახალგაზრდებზე, ვინც შესაძლოა, სიღრმისეულად არ აანალიზებს ამ სიტუაციებს და ადამიანების იმ ჯგუფზე, ვინც ფიქრობს, რომ ეს არის სწორი გზა. ამავე დროს, ეკონომიკური ვარდნა, ნგრევა განიცადო და იქვე პენსიონერებს შესთავაზო 1000 ლარი პენსია, ეს არის ის თვალთმაქცობა, ის თაღლითობა, რომელიც ამ გუნდს და მის ლიდერებს ახასიათებს", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics