|
2024-02-17 16:56:53, 678 ნახვა
პოლიტიკა
გივი მიქანაძე - ამორალურია გვარამიას მხრიდან დღეს საუბარი იმაზე, რომ მედიასთან მიმართებაში თავისუფლების პრობლემებია, ან ადამიანის უფლებების კუთხით რაღაც ილახება
ნიკა გვარამიას მხრიდან აღიარებითი ჩვენება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მძიმე გარემოში უწევდა ჩვენს საზოგადოებას არსებობა და ცხოვრება, როდესაც ის ერთერთი წამყვანი ფიგურა იყო სააკაშვილის რეჟიმის პირობებში. ამიტომ, მისი მხრიდან დღეს საუბარი იმაზე, რომ მედიასთან მიმართებაში თავისუფლების პრობლემებია, ან ადამიანის უფლებების კუთხით რაღაც ილახება, ეს მარტივად რომ ვთქვათ, მართლაც ამორალურია, - ამის შესახევ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განუცხადა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ნიკა გვარამია ვერასოდეს ჩამოირეცხავს „ნაციონალური მოძრაობის“ იარლიყს თავისი კარიერიდან, ვერანაირად გაასაღებს თავს ახალ ძალად და ნეიტრალურ მოთამაშედ. "ნიკა გვარამიას განცხადება კიდევ ერთხელ, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რასაც ჩვენ არაერთი წელია ვამბობთ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს სასამართლო ხელისუფლება იყო დამონებული, ჯიბის სასამართლო, რომელიც არაფერს წყვეტდა, ისევე, როგორც მედია, რომლის თავისუფლება ფეხქვეშ იყო გათელილი. ამის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ პერიოდში, როდესაც რუსთავი-2-ის საქმეზე საკითხი იყო დაყენებული, გახსოვთ ნიკა გვარამია რა განცხადებებს აკეთებდა და მისგან გაგზავნილი შესაბამისი განაცხადი სტრასბურგში როგორ დამთავრდა - სტრასბურგმა აღიარა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია და შეესაბამება იმ მოცემულობებს, რაც კანონის ფარგლებშია დადგენილი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმაზე, რასაც ნიკა გვარამია ტელეეთერში რამოდენიმე დღის წინ საუბრობდა, ძალიან კარგად აკეთებს აქცენტებს და ანალიზს ჩვენი საზოგადოება. იმიტომაც არის, რომ ნიკა გვარამია ვერასოდეს ჩამოირეცხავს ნაციონალური მოძრაობის იარლიყს თავისი კარიერიდან, ვერანაირად გაასახებს თავს ახალ ძალად და ნეიტრალურ მოთამაშედ. ამ ადამიანის მხრიდან აღიარებითი ჩვენება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მძიმე გარემოში უწევდა ჩვენს საზოგადოებას არსებობს და ცხოვრება, როდესაც ეს ადამიანი ერთერთი წამყვანი ფიგურა იყო სააკაშვილის რეჟიმის პირობებში. ამიტომ, მისი მხრიდან დღეს საუბარი იმაზე, რომ მედიასთან მიმართებაში თავისუფლების პრობლემებია, ან ადამიანის უფლებების კუთხით რაღაც ილახება, ეს მარტივად რომ ვთქვათ, მართლაც ამორალურია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)