|
2024-02-08 13:17:49, 674 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 2004-12 წლებში ხელისუფლებამ ფსევდოელიტის ფორმირება მოახდინა
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ქართული საზოგადოება, მისი სოციალური სტრუქტურა, ხელი შევუწყოთ არა ხელოვნური ფსევდოელიტების, არამედ ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. მხოლოდ გამართული სტრუქტურის საზოგადოებას შეუძლია უზრუნველყოს ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების მაქსიმალურად ეფექტიანად გადაჭრა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამას წარდგენისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, საზოგადოების მყარი სტრუქტურის არარსებობა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რაც მას შიდა და კიდევ უფრო მეტად, გარე საფრთხეების მიმართ განსაკუთრებულად მოწყვლადს ხდის. „2004-12 წლებში, მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საზოგადოების სტრუქტურის მოსაშლელად, ინტელიგენციის „ჩასარეცხად“, სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, რასაც მოყვა ფსევდოელიტის ფორმირება, რომელიც დღემდე საქართველოში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდით არის დაკავებული და სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას. სამოქალაქო საზოგადოება დაარქვეს ნიჭითა და კვალიფიკაციით ნაკლებად გამორჩეულ ადამიანების რამდენიმე ჯგუფს, რაც ჩვენი საზოგადოების დეგრადაციისკენ მიმართული შეგნებული ნაბიჯი იყო. ეს ყველაფერი მით უფრო შემაშფოთებელია, რომ ჩვენ ქვეყანას ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ მისაბაძი მაგალითის როლი საზოგადოების ფართო ფენებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ადამიანები არ ქმნიან ერთიან სამოქალაქო საზოგადოებას და შესაბამისად, მათ ვერ შეაქვთ სათანადო წვლილი საზოგადოების კონსოლიდაციაში საერთო-ეროვნული მიზნების გარშემო", - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, საჭიროა მეტი რესურსის ინვესტირება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაში და ახალგაზრდების სტიმულირებაში. „განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ პედაგოგებს, ექიმებს, ჩვენი საზოგადოების სხვა გამორჩეულ წარმომადგენლებს. სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები დარგის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონსულტაციის საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. ეს არის ყველაზე სწორი გზა საქართველოში ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ“ - დასძინა კობახიძემ.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)