|
2024-02-06 18:29:39, 599 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნის ფაქტორი კომიკურ სახეს იღებს
„ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნის ფაქტორი კომიკურ სახეს იღებს. წარმოიდგინეთ, რამხელა საფრთხე შეუქმნა [გახარიამ] ქვეყანას და რისთვის? - იმისთვის, რომ ნაცმოძრაობის იდეა ამ რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის ყოფილიყო რეალიზებული. არ გამოვიდა. ახლა რა ქნან? უნდა გაემიჯნონ ერთმანეთს, ცალ-ცალკე პლატფორმები შექმნან და ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ ის ქურქუმალი რომ ხელმძღვანელობს იმ პარტიას, ის არ ვარგა, მაგრამ სამაგიეროდ, გვყავს გვარამია, გახარია, "ლელო", რომელმაც ეს გადაუწყვეტელი ხალხი უნდა მოიზიდოს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, „გახარიამ "ქართული ოცნებით" უკმაყოფილო ან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები უნდა მოიზიდოს, გვარამიამ უნდა მოიზიდოს ადამიანები, რომლებიც "ნაცმოძრაობის" ამომრჩევლები აღარ არიან, რადგან ამ უინტელექტობის ხარისხს ხედავენ. მელიამ ვერ შეძლო ამის გაკეთება და ყველაფერს აგვირგვინებს თავისი გამოსვლით დღეს სალომე ზურაბიშვილი - განცხადებას აკეთებს, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი პლატფორმა". გიორგი ვოლსკიმ, ასევე, პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ახალი პლატფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, „პლატფორმების შექმნაზე, გაერთიანებებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა დღეს, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ეს აშკარა გახდა“. „უპირველეს ყოვლისა სცენარი ითვალისწინებს, რომ ლიდერებმა ბოლო მომენტში განაცხადონ, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი განსხვავებები ერთმანეთისგან, პიროვნული შეუთავსებლობა, მაგრამ სამშობლოსთვის ჩვენ უნდა შევქმნათ ერთობა, ერთიანი პლატფორმა ევროპისთვის და აქ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ამით რასაკვირველია გარკვეული პიარული ქულებიც ჩაიწერონ დასავლეთის მიმართ. ზოგადად მიმდინარეობს დასავლეთის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ფორუმების ყურადღების მიპყრობის და შეიძლება მხარდაჭერის მცდელობები. პლატფორმების შექმნაზე, გაერთიანებებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა დღეს, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ეს აშკარა გახდა და გარდაუვალი, ვინაიდან სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავენ. დისკრედიტაციის ხარისხიც საკმაოდ მაღალია მათი წარსულის და აწმყოსი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)