08:35 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 19:26:23, 714 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ - პარტიის პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიის შემადგენლობები დამტკიცდა

პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ გაიმართა „ქართული ოცნების“ რიგით მერვე ყრილობა, სადაც აირჩიეს პარტიის ახალი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება" ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ხელახლა უცვლელი შემადგენლობით დამტკიცდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს და სარევიზიო კომისიის შემადგენლობები.

"ამის შემდეგ პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტს წარუდგენს, რომელსაც ჯერ ბიურო, შემდეგ კი კომიტეტები განიხილავენ.

ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics