|
2024-02-01 14:54:34, 685 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი კობახიძეზე - ვპირდები სრულ თანადგომას - ქვეყნის მსახურებას, როგორც ერთი გუნდი გავაგრძელებთ
მინდა, ჩემს მეგობარს, ირაკლი კობახიძეს წარმატებები ვუსურვო. ჩემს გამოსვლაშიც ვთქვი, რომ მას სრულ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, როგორც ერთიანი, ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარეობა მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. "მოგეხსენებათ, უკვე განხორციელდა ოფიციალურად ცვლილებები. მე დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის ძალიან მშობლიური, ასე ვთქვათ, მეორე ოჯახი, ეს ჩვენი პოლიტიკური ოჯახია. მინდა, ჩემს მეგობარს, ირაკლი კობახიძეს წარმატებები ვუსურვო. ჩემს გამოსვლაშიც ვთქვი, რომ მას სრულ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, როგორც ერთიანი, ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას. წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება არჩევნები. 2024 წლის 26 ოქტომბერს გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი და რთული არჩევნები. რთული იმ თვალსაზრისით, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს პარტიას, ხალხს, ამომრჩეველს და ძლიერად მოვიგოთ არჩევნები. ჩვენი ამბიციაა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი. რა გამოვა, ამას ვნახავთ. მეტ დროს დავუთმობ პარტიულ საქმიანობას, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)