|
2024-01-25 09:11:11, 717 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ და ენმ-ი 35 მანდატს ქვემოთ ჩავტოვოთ
2016 წელს იყო მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის „არანაცმოძრაობად“ შეესაღებინათ „ევროპული საქართველო“ - არ გამოუვიდათ; შემდეგ იყო 2020 წელს მცდელობა, „ლელო“ შეესაღებინათ „არანაცმოძრაობად“ და არ გამოუვიდათ; 2021 წელს იყო მცდელობა, გახარია შეესაღებინათ ასეთ სუბიექტად და ესეც ჩავარდა. სამი ჩავარდნილი მცდელობა უკვე არის სახეზე, მეოთხე მცდელობაც ასევე ჩავარდება და დიდი რესურსი ამ გეგმას არ აქვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას აქვს „ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია" იმისთვის, რომ 2024 წლის საპარალემენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. „ხდება პარტია „ნაცმოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებლის ხელოვნურად შემცირება. ამით აიხსნება მაგალითად, რომ ხაბეიშვილი არის დღეს პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე. ამით აიხსნება ის, რომ ტელევიზიებში სხვაგვარად გადაანაწილეს რესურსები. მაგალითად, “ტვ პირველი“ თითქმის მთლიანად წაიღო „ლელომ“, ასევე „მთავარ არხზე“ გაყოფილია რესურსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის, „ფორმულა“ მთლიანად კეზერაშვილია და ა.შ. ანუ რესურსების გადანაწილების მცდელობა აშკარად ჩანს. ამოცანა რა არის, რომ თუ ცოტა ქვემოთ დაიწევს კიდევ „ნაცმოძრაობა“, შეიძლება 5%-ს ზემოთ ამოიწიოს სხვა „ნაცმოძრაობამ“, როგორიც არის მაგალითად „ლელო“ ან „ლელოსთან“ ერთად შექმნილი გაერთიანება. ეს არის რეალურად გეგმა, რასაც ვხედავთ, საზოგადოება დააკვირდება ამ ყველაფერს. ერთადერთი მაქსიმუმი, რაც შეიძლება შეძლონ არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ თუ აიღებს 15%-ს, მესამე სუბიექტმა ფსევდო შუაშისტურმა ნაციონალურმა სუბიექტმა, შეიძლება, მოახერხოს 5%-იანი ბარიერის გადალახვა, მაგრამ ასეც და ისეც, მათ არავითარი შანსი არ აქვთ. რეალურად დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია, საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში. კვლევა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ბოლო მონაცემებით ჩვენ გვქონდა 59% ალოკაციით. ასეთ პირობებში, ჩვენ შეგვიძლია, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც კი და თუნდაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ორი პარტია რომ ავიღოთ, აიღებს 30-35 მანდატს. ეს არის დღევანდელი სურათი. დაახლოებით, 9 თვეა დარჩენილი, ჩვენ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით დღევანდელ მაჩვენებელს და უფრო მეტიც, ვეცდებით კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ დღევანდელი მაჩვენებელი, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს",- განაცხადა კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
სამინისტროების დაფინანსება 2027 წელს იზრდება
სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
2027 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება
Axios: რუბიომ მოითხოვა ირანის დელეგაციის დაუყოვნებლივ გამგზავრება აშშ-დან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)