04:44 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 15:16:40, 1411 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - 2023 წელს აჭარაში ვიზიტების რაოდენობამ 4,3 მლნ გადააჭარბა, მზარდია ტურისტული ნაკადები ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის მზარდი სტატისტიკისა და 2024 წელს დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების შესახებ იმსჯელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

რიჟვაძის განცხადებით, რეგიონისთვის ტურისტული თვალსაზრისით 2023 წელი იყო გამორჩეული.  აჭარამ შეძლო სრულად აღედგინა როგორც ვიზიტორთა ნაკადები, ასევე, გაეზარდა შემოსავლები ტურიზმიდან.

„სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებზე, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2024 წელს სამიზნე ქვეყნებში განახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს ყველა იმ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება ვიზიტორების მოზიდვა საქართველოში, ასევე, იმ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. აჭარის მთავრობის მთავარი სტრატეგიაა აჭარა გახდეს მიმზიდველი ტურისტული მიმართულება ოთხივე სეზონზე.

2023 წელს ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ქვეყანაში შეადგინა 3.3 მილიარდი დოლარი, რაც გულისხმობს 30%-ით მატებას. აჭარის რეგიონში შიდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ პირველად 4,3 მილიონს გადააჭარბა. რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 25.3%-ით. მზარდია სტატისტიკა მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზეც, მთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 20% -ით. 

აჭარაში აქტიურად გრძელდება მდგრადი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics