|
2023-12-27 13:29:41, 2003 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ბათუმში 7 ახალი სკოლა აშენდა ბოლო წლებში - 2003-1012 წლებში არცერთი სკოლა არ აშენებულა
დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განათლების კუთხით დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება. "განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება. 132 მლნ ლარს შეადგენს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება. შესაბამისად, იგეგმება ახალი სკოლების მშენებლობა. 7 ახალი სკოლა აშენდა ბლო წლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 2003-1012 წლებში არცერთი სკოლა არ აშენებულა ბათუმში. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ძალისხმევას, რაც იქნება ასახული როგორც სამინისტროს შესაბამის ამოცანებში, ასევე ბიუჯეტის დაგეგმარების დროს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კულტურის მუშაკთა და სპორტული ფედერაციების დაფინანსების ზრდაზე. "იზრდება დაფინანსება კულტურის სფეროს მუშაკთა წახალისების, მათი მხარდაჭერის კუთხით. გაიზარდა დაფინანსება სპორტის და განათლების მიმართულებით, ასევე, სპორტული ფედერაციების კუთხით. შედეგებიც მეტყველებს, რომ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და სტიმული აქვთ სპორტსმენებს", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა ინიციატივა, რომლის შედეგად მოჭიდავეს, 2023 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ლერი აბულაძეს გადაეცემა საცხოვრებელი ბინა, "მოგეხსენებათ, რომ სპორტული მიღწევების კუთხით მნიშვნელოვანი წელი იყო აჭარისთვის. ასე რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ლერი აბულაძეს, ჩვენ სახელოვან მოჭიდავეს გადაეცეს ბინა შესაბამისი ფონდიდან და ამით დავუფასოთ ის შედეგები, რომელიც აქვს მიმდინარე წელს", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 14,9 მლნ. ლარით გაიზარდა და 132 მლნ ლარი შეადგინა. განხორციელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, გაგრძელდება სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამები. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 მლნ ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც 95 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. იზრდება სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების ხელშეწყობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი. 1 500 სტუდენტი დაფინანსდება სტუდენტთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების პროგრამით იზრდება სპორტის, სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება, რისთვისაც 36 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)