21:44 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 18:21:40, 1594 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - სავარაუდოდ უკრაინას ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება მალე დასჭირდება

სავარაუდოდ უკრაინას მალე დასჭირდება ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის თქმით, 500 ათასი მოქალაქის მობილიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, უკრაინის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

როგორც თავდაცვის საბჭოს მდივანი აღნიშნავს, მობილიზაციის საკითხების ყოველ შეხვედრაზე პრეზიდენტი ზელენსკი ხაზს უსვამდა სამართლიანობის აუცილებლობას.

„ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს სამართლიანობაზე, რათა ჩვენ არ გვქონდეს ისეთი მოვლენები, როდესაც ერთნი იცავენ ქვეყანას, ხოლო სხვები პლანეტის სხვა წერტილებში იმყოფებიან, ისვენებენ კურორტებზე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები. მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტი 100 პროცენტით ითხოვს სამართლიანობას“, - განაცხადა დანილოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics