|
2023-12-21 14:38:56, 792 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „ნაცმოძრაობაზე“ - როგორ შეიძლება ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან მისი ლიდერები
როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან მისი ლიდერები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, ექსპრეზიდენტის ინიციატივაზე ვერ ისაუბრებს, „ვინაიდან ქვეყანაში ისედაც ბევრი გამოწვევა და პრობლემაა“. „ვერ გეტყვით, გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რას ემსახურება ეს განცხადება. როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები. ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე და გასარჩევი. ჩვენ გვაქვს საკუთარი პარტია, ვართ ქვეყნის ხელისუფლებაში, არის ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება. მთელი ძალისხმევა და ყურადღება ამისკენ გვაქვს მიმართული, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, კონკრეტული საქმეებით და გადადგმული ნაბიჯებით, ღირსეული პასუხი გაეცეს იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დღეს მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი ჩამოშლილია. „გამიჭირდება შეფასება გავაკეთო და გავარჩიო „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებები, თუ ვის რა ინტერესი აქვს, ვინ რისთვის იბრძვის. ერთი რამ ცხადია, რომ გუნდი არ არსებობს, ჩამოშლილი და დაშლილია. ხაბეიშვილი რომ გეყოლება პარტიის თავმჯდომარედ, ყველაფერი ნათელია. არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვის რა თანამდებობა ექნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს მათი პარტიული გასარჩევია“, - დასძინა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)